23 Views
„რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა ფიგურირებს, გიული ალასანია პირველ კომენტარს აკეთებს.
გიული ალასანია ადასტურებს, რომ ის ჩასული იყო მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე მის გადარწმუნებას ცდილობდა.
“მე წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ 2 წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს,” – განუცხადა გიული ალასანიამ “კურიერს”.