პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი დაჭრა

January 11, 13:09
0
198

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადამიანმა ქუჩაში დანით 6 გამვლელი დაჭრა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

შემთხვევა ჩრდილოეთ სადგურზე მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელის ნეიტრალიზება შეძლო.

დაშავებულებს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პარიზის პროკურატურამ დაიწყო, სიტუაციას აკვირდება კონტრტერორისტული პროკურატურაც, თუმცა საქმეში ამ ეტაპზე არ ერთვება.

Cesko