“ნოდარ ყარალაშვილი, იგივე “მკვეხარა ქოთანი”, სტრასბურგში ყოფილა საშობაოდ, იბრძვის კაცუნა, რაც შეუძლია…” – მაია ელოშვილი

0
3725
31 Views

როგორც უკვე ცნობილია, ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერმა სამხედროებმა უკრაინიდან მუქარის შემცველი ვიდეოები გაავრცელეს. ისინი საქართველოს მიწასთან გასწორებით ემუქრებიან.

აღნიშნულ ფაქტს, იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გზავნილს ავრცელებს:

⛔ ნოდარ ყარალაშვილი, იგივე “მკვეხარა ქოთანი”, სტრასბურგში ყოფილა საშობაოდ. იბრძვის კაცუნა, რაც შეუძლია:

ჯერ აბაზიან ხაბაზთან ერთად იბრძოლა სანგარში, მერე ბარამიძესთან ერთად ივარჯიშა ტირში, ახლა – სტრასბურგიდან აფხაზეთის გავლით გვითვლის მუქარებს, ვინმე ჯაბასთან ერთად.

ნოდარჩიკ “ლომგული” რომ თავისი ბელადის მსგავსად, ჯაბასთან “კალათბურთს” თამაშობს, გასაგებია.

მაგრამ, ჩვენი პარლამენტის წევრები რომ კომენტარებით გმობენ მის მუქარას და არ მოუწოდებენ პროკურატურას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, სპორტის რომელი სახეობაა?

შეწყვიტეთ ოხუნჯობა და აღძარით სისხლის სამართლის საქმე თაღლითი კრიმინალების წინააღმდეგ. ყოველ სამ ნაცში, ოთხი მტერია. შეაღვიძეთ პროკურატურა და გამოაცხადეთ ძებნა “სოცქსელში მეომარ” ნაცმაცუნებზე. უპატიებელი კანონდარღვევა და უმოქმედობაა, მრავალრიცხოვან მუქარებზე პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდეს.

Cesko