„ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ – კირკოროვი დასანქცირებაზე

0
2481
26 Views

კირკოროვის აზრით, ხალხს სხვა ალტერნატიული მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„სანქციებში მოხვედრის გამო მეგობრებისგან და ნაცნობებისგან „მილოცვა“ მივიღე. თავისუფალი სამყაროს ლიდერის, პრეზიდენტ ზელენსკის სანქცირებულთა სიაში მოვხვდი. გმადლობთ ჩემი ნიჭისა და ჩემი მნიშვნელობის აღიარებისთვის.

ფანატიკოსები, რომლებმაც დაიპყრეს პროპაგანდა და საინფორმაციო დღის წესრიგი, ხალხს არ აძლევენ საშუალებას გაიგონ სხვა ალტერნატიული მოსაზრებები და სიახლეები.

ჩემი ძველი მეგობარი და პარტნიორი გადასაღებ მოედანზე როლში ზედმეტად შეიჭრა. სცენარს, რომელსაც ოკეანის გადაღმიდან უგზავნიან, ქვეყანა ფერფლისკენ მიჰყავს. ძალიან ვწუხვარ მის გამო“, – წერს კირკოროვი ინსტაგრამის პირად გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა რუს მომღერლებს, მსახიობებს, კომიკოსებს და პროპაგანდისტებს. სანქცირებულთა სია ვრცელია და მასში 117 ადამიანი შედის.

Cesko