ეს ამბავი მართლა ძნელი დასაჯერებელია ეს ამბავი ამერიკის ქალაქ ტეილორსვილში მოხდა და ბრაზილიური სერიალის სიუჟეტს უფრო ჰგავს. ქმარი დაეჭვდა, რომ ცოლი ღალატობდა და კერძო დეტექტივი დაიქირავა. დეტექტივმა ემბერ ტელფორდის თვალთვალი დაიწყო და მართლაც გამოიჭირა.
33 წლის ცეკვის მასწავლებელი, სამი შვილის დედა, თავის ქმარს 17 წლის მოზარდთან ღალატობდა. ეს ნამდვილი შოკი იყო ქმრისთვის. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, რა იგრძნო თავად დეტექტივმა, როცა ეს უცხო ქალი თავის საკუთარ შვილთან გამოიჭირა. როგორც გაირკვა, ამ გარყვნილ ქალს ცეკვის სტუდია ჰქონდა და იქ დადიოდა სწორედ დეტექტივის 17 წლის ვაჟი ცეკვის სასწავლად. იქვე გაჩაღდა რომანი და ერთ-ერთ კაბინეტში ჰქონდათ შეხვედრები. ის კი არა, სტუდიის გარდა ქალი მოზარდს თავის სახლშიც კი ხვდებოდა თურმე.
ტელფორდი ბიჭს საჩუქრებით ანებივრებდა და დისნეილენდში საცეკვაო კონკურსზეც თავისი ფულით გაუშვია. რასაკვირველია, ქალი გაასამართლეს სექს-დამნაშავის სტატუსით და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ასევე 150-საათიანი საზოგადოებრივი საქმიანობა. მოღალატის ქმარმა მაშინვე განქორწინება მოითხოვა. ისაა ახლა საკითხავი, როგორ არიან დეტექტივი და მისი ვაჟი? ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: bbcnews.ge