”10 მანქანა შეასკდა ერთმანეთს, სამწუხაროდ საშინელება ხდება…” – ახლახანს კიდევ ერთი საზარელი ავარია მოხდა

January 7, 23:08
0
1051

ავტოსაგზაო შემთხვევა პატარა ცემთან – ბაკურიანის გზაზე ერთმანეთს 10-მდე მანქანა შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სავარაუდოდ, შემთხვევა მოყინული გზის გამო მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. არსებული ცნობით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა.

შემთხვევის გამო პოლიციას გზა გადაკეტილი აქვს, შესაბამისად ავტომობილები გადაადგილებას და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რამაც საცობის წარმოქმნა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ევაკუატორს ელოდებიან.

წყარო: primetime.ge

Cesko