“არ ამალაპარაკოთ, გუდას თავი არ მომახსნევინოთ, თორემ, ისე გაგიხდით საქმეს ნაც-ქოცი ერთმანეთს ასწრებდეთ!…” –  ამირან მესხელი

0
12978
29 Views

სააგენტო “სპლიტი” უცვლელად გთავაზობთ სააგენტო “თბილისი 24”-ში დაბეჭდილ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოადგილის ამირან მესხელის წერილს:

სააგენტო  “თბილისი 24” საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოადგილის, ქართული სპეცსამსახურების “რუხ კარდინალად ” მიჩნეული ამირან მესხელის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

” ვეცნობი თქვენს მასალებს, განსხვავებით სხვა მედია საშუალებებისგან დამოუკიდებლობის ნიშნები შევნიშნე და მჯერა ჩემს წერილს კორექტირების გარეშე გაავრცელებთ.
მინდა მივმართო ყველას, ნაცებს, ქოცებს, ვირებს… არ ამალაპარაკოთ, გუდას თავი არ მომახსნევინოთ, თორემ, ისე გაგიხდით საქმეს, რომ ნაცი – ქოცი ერთმანეთს ასწრებდეთ!

ის ასლები, რაც ვითომ რომ გაანადგურეთ, ღირებული რომ ყოფილიყო, არავინ დაგიტოვებდათ იქ. სამწუხაროდ, ქოცები მეტად ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე გვეგონა, ახრევინებენ ნაცებს ერთმანეთს!

მივმართავ ნაცებს- ეს თავდაუბანელი ქალი გააჩერეთ, აგენტები თქვენთან მოიკითხეთ, ვანოზე ღირსეული მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია, არც ვიღაცეების მსგავსად უტირია , კაცურად მოიხადა “სასჯელი”, ჩვენთვის რომ დაგეჯერებინათ ქვეყნა თავზე არ დაგემხობოდათ, მაგრამ ვიღაცეების ენებზე წინასაარჩევნოდ მოგვიშორეთ და ვინ იცის, რომ არა ბიძინა, თქვენვე გაგვასამართლებდით!

იმკითხავეთ ეხლა გვირილაზე – არის, არ არის, ვინც ჩემს ლექსიკას იცნობს, მიხვდება, რომ მე ვარ, მარად თქვენი ამირან მესხელი”- ნათქვამია წერილში.

ცნობისათვის: ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში, ის მერაბიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მესხელი კურატორობდა უშიშროების სამსახურს, მას ემორჩილებოდა სოდ-ი, კუდ-ი და სხვა კიდევ რამდენიმე დეპარტამენტი.

წყარო: https://tb24.me/archives/1613

Cesko