აშშ-ში 6 წლის ბავშვმა მასწავლებელი დაჭრა – ის დაკავებულია

January 7, 13:38
0
487

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ვირჯინიაში 6 წლის ბიჭი მასწავლებლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსმა სტივ დრიუმ აღნიშნა, ეს არ ყოფილა შემთხვევითი გასროლა.
სამართალდამცველის თქმით,  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩხუბი მოხდა.

„არის კითხვები, რომლებიც გვინდა დავსვათ და გავარკვიოთ. მინდა ვიცოდე, საიდან მოვიდა ეს ცეცხლსასროლი იარაღი, რა სიტუაცია იყო, ” – აცხადებს პოლიციელი.

პოლიციის ცნობით, მასწავლებლის მდგომარეობა მძიმეა და მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია.

სტივ დრიუს ინფორმაციით, კონფლიქტში სხვა მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.

Cesko