ია მეტრეველი: გიგიშა არის ბუტას ბავშვობის მეგობარი და გასაკვირი ის კი არ არის მერაბიშვილის დანახვაზე რომ ემოციები ვერ შეიკავა, გასაკვირი ის არის, ამდენი ტრაგედიის ჩამდენი ნაცები ხალხს როგორ ენახვებიან

0
569
14 Views

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიგიშა შარაშიძეს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ია მეტრეველი წერს, გიგიშა არის ბუტას ბავშვობის მეგობარი, რომელიც იყო და არის ძალიან წესიერი და კარგი ახალგაზრადა.

„რადგან, დიდი აჟიოტაჟი ატყდა მერაბიშვილის ვითომდა ფიზიკურად გასწორებაზე, არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო. გიგიშა არის ბუტას ბავშვობის მეგობარი, რომელიც იყო და არის ძალიან წესიერი და კარგი ახალგაზრადა. ბუტას გიგიშა ძალიან უყვარდა და რადგან ასაკით პატარა იყო მასზე, მას პატარა ძმასავით თვლიდა. ასევე უყვარდა გიგაშას ბუტა და კაცის ეტალონად მიიჩნევდა. ბუტას ტრაგედიამ ძალიან შეძრა გიგიშა და დიდი სულიერი დარტყმა მიაყენა მას, პატარა ასაკში საყვარელი მეგობარი მოუკლეს, სრულიად უდანაშაულოდ. ასე რომ გასაკვირი ის კი არ არის მერაბიშვილის დანახვაზე რომ ემოციები ვერ შეიკავა, არამედ გასაკვირი ის არის, ამდენი ტრაგედიის ჩამდენი ნაცების ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები როგორ გამოდიან ქუჩებში და ხალხს როგორ ენახვებიან. მით უმეტეს, რომ არც ჩერდებიან, კიდევ აქეთ გვიტევენ და აბრალებენ მთავრობას იმას, რასაც თავად სჩადიოდნენ.

მინდა სწორედ მათ მივმართო და გავაფრთხილო, ჯობია დადუმდეთ და დაამთავროთ თქვენი სამარცხვინო მასკარადები, ორკაციანი გამოსვლები, მაინც ვერაფერს მიაღწევთ და ხალხს ისე მოაბეზრეთ თავი, რომ მერე აღარ გაგიკვირდეთ ქუჩაში რომ მიიღებთ სამაგიეროს, თქვენ იმდენი გყავთ ნაწამები, მოკლული და განადგურდბული ადამიანები.

რაც შეეხება კარგ ბიჭს, გიგიშას, თავი დაანებეთ. ბიჭს ხელი ჰქონდა ნატკენი და დიდს ვერაფერს ატკენდა ,”ბატონ” მერაბიშვილს, თან ისეთი კურდღელია, ისე გაიქცა, თვალის მოკვრაც ვერ მოვასწრითო, თვითმხილველები ამბობენ. ისე რომ სამართალდამცავებს მინდა მივმართო, თავი დაანებონ ბიჭს და მიხედონ ნაცსექტის კრიმინალებს, ვინც მართლა დასაჭერია. უკვე დავიღალეთ ამ ნაცკრიმინალებისგან ძალიან“, – წერს ია მეტრეველი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძე) სიძე გიორგი შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მედიაში ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტი ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. ინფორმაციას თავად „უცნობის“ სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს.

Cesko