ასტროლოგი რამაზ გიგაური იანვრის მთვარის ე. წ. „უკურსო მოძრაობის“ კალენდარს აქვეყნებს და ადამიანებს ურჩევს, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.
„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ – იანვარი ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ. დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ: არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები; არ შეიძინოთ ნივთები; არ დაიწყოთ ახალი საქმე; არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული; არ დადოთ შეთანხმებები; არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!! – წერს რამაზ გიგაური.