“ყველაზე საშინელი ახალი წლის ღამე… ჩემი მეუღლე ძირს, გატეხილი თავით და სისხლის გუბე…” – რა შეემთხვა რატი წითელაძეს

0
1932
17 Views

რეჟისორი და მსახიობი რატი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველაზე საშინელი ღამე!

ჩვენ ვცხოვრობთ და უცებ არსაიდან რაღაც საშინელება ხდება და იმ მომენტში ხვდები, რომ არაფერს აქვს ფასი და ღირებულება, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს!

კივილი, ჩემი მეუღლე ძირს, გატეხილი თავით და სისხლის გუბე… მეგონა ყველაფერი დასრულდა!მინდოდა მისთვის გული და სული მეჩუქებინა… უზომოდ მიყვარს ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ ჩემთვის დედისა და შვილის სიყვარული ყველაზე წმინდაა!

შემდეგ, აკანკალებული და ჩუმი ხმით Olga Slusareva მითხრა, გთხოვ, შეხედე ბავშს, ის ხომ კარგად არის… თუ მოვკვდები, გთხოვ მიხედე ჩემ დედას და მამას… უთხარი ჩვენ პატარას და დედაჩემს, რომ უზომოდ მიყვარს ისინი და სულ მათ გვერდით ვიქნები… და გთხოვ დაეხმარე მარტოხელა დარჩენილ მოხუცებს.

საშობაო კურთხევაა, რომ ახლა მთელი ოჯახი ერთად ვართ… ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ!

დიდი მადლობა სასწრაფოს, ექიმებს და ჩვენს მეზობლებს, მათი დროული დახმარებისათვის! ვამაყობ ჩვენი ქართველობით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა იმათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება! 2000 ლარზე მეტი უკვე მოვაგროვეთ. ჩვენ ყველანი ერთად გავახარებთ ამ საყვარელ ადამიანებს!

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას! ”

Cesko