23 Views
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 იანვარს, ერთ-ერთ აფთიაქში მყოფ ვანო მერაბიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინფორმაციას ზურაბ ქადაგიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ნაცებო და სექტის მხარდამჭერო ომის პარტიელებო, ომი იქით იყოს და თქვენ რომ „ხერხემალს” ეძახდით, უშიშარი კაცი რომ გგონიათ და დღემდე გეამაყებათ, დაცვის თანამშრომლების უკან რომ „მაგარი ბიჭი” იყო და ორ გვამს რომ ითხოვდა, იმ ვანო მერაბიშვილისთვის წამოურტყამთ გუშინ ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში. უკანალში კაი გვარიანი წიხლიც მიუყოლებიათ და სულ ასე პანღურის კვრით გაქცეულა კუდამოძუებული“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.