„თბილისი გალერეაში“ განგაშია – ადგილზე მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

January 3, 21:02
0
769

„თბილისი გალერეაში“ განგაში გამოცხადდა.

სავაჭრო ცენტრში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორია დაატოვებინა.

„ჩაირთო განგაშის სიგნალი და შენობიდან უსაფრთხოების სამსახურმა გამოგვიშვა, შუქები ჩააქრეს, არ ვიცით, რა მოხდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მომხმარებლებს პარკინგიდან ავტომობილების გაყვანის შესაძლებლობა არ აქვთ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ობიექტის დენის სადენებს გაუჩნდა, რაც ევაკუაციის მიზეზი გახდა.

ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია.

სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, რომ შენობაში მცირედი დაკვამლიანების გამო „გალერია თბილისი“ დღეს მუშაობას აღარ გააგრძელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Cesko