“დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა… შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა…” – რას წერს ნანუკა გულუა?

January 2, 20:26
0
1317

მსახიობი, ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით იხსენებს მეგობას, ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

“შარშან ნინაზე ორსულად ვიყავი რომ გამთენიას არამიწიერმა ტკივილმა გამაღვიძა, საავადმყოფოში გავქროლდით და წოლითი რეჟიმით გადაარჩენო მითხრეს… არ უნდა ინერვიულოო ეს იყო უმთავრესი პირობა… დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი… ისე ვტიროდი გული კინაღამ გამისკდა… კახას ძალიან უნდოდა ეთხოვა არ იტიროო და ვერაფერს მეუბნებოდა,იცოდა როგორი განძი იყავი ჩემთვის… იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა ,ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი და ძალიან ცოტას ვფიქრობ შენზე ,ისე მტკივა უშენობა! მე და შენ ხომ ვიცით რა სიძლიერის სიყვარული გვქონდა… ყველაფერს ვსაუბრობდით საიდუმლოდ… ისე მენატრები განუმეორებელო ადამიანო! შენ ერთადერთი იყავი ასეთი…რა ბედნიერი ვარ რომ გარდაცვლილი არ მინახიხარ ,სულ ცოცხლად დარჩი ჩემთვის”, – წერს მსახიობი.
წყარო : https://tia.ge/

 

Cesko