რამდენი ლარით გაიზარდა პენსია და სოციალური დახმარება? – განახლებული მონაცემები

0
1379
17 Views

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის გაიზრდება პენსია.

ასევე, დაგეგმილია სოციალური დახმარებების ზრდაც.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება 770,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით იმატებს და ჯამში 365 ლარი იქნება.

იგივე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარი იქნება.

70 წლამდე ადამიანების პენსია 35 ლარით გაიზრდება და ჯამში 295 ლარი იქნება.

ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში დაახლოებით 355 ლარი იქნება.

შშმ პირების სოციალური დახმარების ზრდა 65 ლარით მოხდება, სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარება 35 ლარით.

ამ პროექტით ბავშვების დახმარება 50 ლარით გაიზრდება და ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით იქნება.

Cesko