40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი “გალოცვა” საახალწლოდ – მებაღე ზურა შევარდნაძე

0
977
28 Views

მებაღე ზურა შევარდნაძე საზოგადოებას ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავს და 40 წლის წინ ბებია-ბაბუასგან კალანდობას მოსმენილ და დამახსოვრებულ „გალოცვას” უზიარებს.

„40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი და დამახსოვრებული “გალოცვაა”, უფრო მარტივი და უკეთესი არ ვიცი.

„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივრებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით.

ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს კაის მსურველს გძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დაქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს, დაღმა წყალს.

წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომვალ წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი.”

ყველას გვჯეროდა, რომ ამფერი “გალოცვის”, ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა”, – წერს ზურა შევარდნაძე.

Cesko