მიუხედავად წელს მომხდარი უამრავი ამბისა, წლის ადამიანად მე ამ ბიჭს, დათის დავასახელებდი – პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი

December 31, 08:20
0
1988

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი პატარა დათიზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე თუ ვიტყვით, მიუხედავად წელს მომხდარი უამრავი ამბისა, წლის ადამიანად მე ამ ბიჭს, დათი ქოქრაშვილს დავასახელებდი.

ალბათ, დღე არ გასულა, არ გამხსენებოდა.

ჰოდა, თუ რამე კეთილი სურვილი მაქვს 2023 წლისთვის, ყველა მემეტება მისთვის.

მინდა, რომ ყველაფერი შეძლოს, შესაძლებელიც და შეუძლებელიც.

არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვინც ასე არ ფიქრობს.

დათი, ნეტავ იცოდე, როგორ გგულშემატკივრობთ“, – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

Cesko