რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პენიტენციური სისტემა მას ტყვეობაში წამებით კლავს.
“დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში.
ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ, ამიკრძალეს მოწევა და შეწყვიტეს [კლინიკაში] ჩემი შვილების შემოშვება. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.