26 Views
გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, პოლიტიკოს მურმან დუმბაძის მიერ, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ირინა ენუქიძე ცოცხალი იყოს, ვნახავდი მურმან დუმბაძის მორალს და ნოტებზე სიმღერას. ეს მთხლე, კაცის გარდა ყველაფერი! ადამიანს სადამდე შეძლებია დაცემა, ზოგჯერ თვალებს-ყურებს არ ვუჯერებ“, – წერს რუსუდან შარაძე.
ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ დღეს განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი მოკლული არ არის და ის ტყეში გაქცევისას გადაიჩეხა და სიცივისგან გაიყინა.
“ის გადავარდა, გადაიჩეხა და გაიყინა – ის არ მოუკლავთ…” – მურმან დუმბაძე სანდრო გირგვლიანზე [ვიდეო]
წყარო: tia.ge