რას საქმიანობს მოსკოვში ასლან აბაშიძე, რომელსაც 76 წლის ასაკში, მზარეულმა შვილი გაუჩინა

0
562
29 Views

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი, 84 წლის ასლან აბაშიძე მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით იძებნება, მოსკოვში დაასაქმეს. ინფორმაციას fortuna.ge ავრცელებს.

ის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამხანაგობას, რომელსაც ასლან აბაშიძე უხელმძღვანელებს „ლეგენდა“ ჰქვია. ორგანიზაციის ოფისი ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.


ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.

აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მსოფლიოში წითელი ცირკულარით იძებნება, სულ 28 ადამიანია.

ასლან აბაშიძე საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

2006 წელს ასლან აბაშიძეს თბილისმა კიდევ უფრო ძველი ცოდვა გაუხსენა.

1991 წლის აპრილში მან საკუთარ კაბინეტში მოკლა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ იმნაძე.

აბაშიძემ იმნაძე მისი 20 წლის ქალიშვილის ნატო იმნაძის თვალწინ მოკლა.

თავიდან ამ საქმეზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა. ნოდარ იმნაძის ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ „ნაციონალებსა“ და აბაშიძეს შორის გარიგება მოხდა.

სამართლიანობისთვის ბრძოლა ნატო იმნაძემ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგაც გააგრძელა. თუმცა უშედეგოდ…

აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება, ბევრ მამაკაცს შეშურდეს (თეთრი თუ შავი შურით, ამას ალბათ მნიშვნელობა არ აქვს).

ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.

აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია და ამჟამად 49 წლისაა.

ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა. აბაშიძის ამ „შედეგის“ გამეორებას ალბათ ბევრი ვერ შეძლებს. მსოფლიოში მსგავსი ისტორია ბევრიც არ გვაქვს.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

ბევრს საუბრობდნენ გიორგი აბაშიძის ბობოქარ პირად ცხოვრებაზე. თუმცა როგორც ამბობენ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მან ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე ორჯერ იქორწინა.

წყვილს ტყუპები ჰყავს.

წყარო : https://tia.ge/

Cesko