რაც უფრო მძაფრდება სააკაშვილის გარშემო ტყუილ-მართალი, ზეწოლა-მუქარები, ავანტიურა-სიმულაციები, მით უფრო კარგად იკითხება ამერიკის სპეცსამსახურების ხელწერა!
დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ცდილობენ და გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა გადაარჩინონ საკუთარი იმიჯი და ერთხელ და სამუდამოდ დაარწმუნონ ყველა, რომ მათ ძალუძთ თავიანთი აგენტურის დაცვა!
ნავალნი, ლიტვინენკო, მილინკევიჩი, ტიხანოვსკაია, და ბოლოს სრულიად სამარცხვინო გაცვლა ვიქტორ ბუტის… ეს ის რამოდენიმე აგენტია, რომელთა დაცვა და გადარჩენა ამერიკის “ჩეკისტებმა” ვერ შეძლეს… ანუ პროექტები ჩაუვარდათ… გარწმუნებთ, ასეთი ჩამონათვალი გრძელია და ამგვარი ფინალით დასრულებული აგენტების ცხოვრება, ბევრ კითხვებსა და დიდ უნდობლობას იწვევს სერიოზული რისკების ქვეშ მოქმედ ჯეიმს ბონდებში.
ჰო და, ამას თუ დაემატა “დემოკრატიის შუქურად” წოდებული, საქართველოს ორგზის პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების მამის -მიხეილ სააკაშვილის აგენტურული საქმიანობის სამრცხვინო ფინალი, ბევრი “მოქმედებაში ჩაშვებული” პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ! ან საერთოდ გამოვა კონტროლიდან.
დიახ, აშშ-ს სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ მათი ქართველი აგენტის გადარჩენისთვის! პირველ რიგში კი, საკუთარი იმიჯის გადარჩენისთვის!
დღეს მიშას “სვაბოდაზე” გაშვების ორი გზა არსებობს:
1. პრეზიდენტის შეწყალება.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება,
სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის სასჯელის შეჩერების (გადავადების… როგორც არი რაა…) გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ ასოცირდება ხელისუფლებასთან და ახდენს მის სრულ დისკრედიტაციას. ამერიკელებისთვის ეს ვარიანტი იდეალურია, რადგან საკუთარი აგენტურის დაცვის დემონსტრირებასთან ერთად, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის (რომელსაც საკმაოდ მაღალი მხრდაჭერა აქვს სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე) სერიოზულ დასუსტებას და უფრო მეტიც, საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან პრობლემების შექმნასაც მოახერხებენ. ანუ, ორი კურდღლის დაჭერას შეძლებენ.
პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების მიღწევა აშშ-ის სპეცებისთვის არ მგონია პრობლემას წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილი გადაყვება. მიშა, ქალაქის თავი ნოშრევანივით, გავგიჟდი- გავცოფდის ძახილით შემოცხებს ფერხულს… მაგრამ ეს იქნება ერთი აგენტის ხარჯზე, მეორე აგენტის გადარჩენა… ანუ, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე… საქართველოს ხელისუფლება კი, დიდი ალბათობით, უფრო განიმტკიცენს პოზიციებს… არა და, როგორ სურთ, როგორ სჭირდებათ ქართული სახელმწიფოს გატეხვა!!!…
დღეს ასეთი დილემის წინაშეა მსოფლიო “უსაფრთხოების სამსახურები”.
იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ თავკონტროლდაკარგული სააკაშვილი აუცილებლად ალაპარაკდება. ალაპარაკდება საქართველოს ციხეში თუ ვივამედის პალატაში. ალაპარაკდება საქათველოს საზღვრებს გარეთაც, როდესაც მას, მისთვის სასურველ დაფნის გვირგვინს არ დაადგამენ თავზე. როდესაც არ ჩართავენ უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პროცესებში… არა და, რავარი ჩასართავია?!…))))))))))) სწორედ ამიტომ დაადუმებენ!
დანარჩენი იხილეთ ჩემ წერილში, რომელიც მიშას მივწერე.
P.S.
ჩემთვის, სულ ერთია, რომელი სცენარით მიაღწევენ “ვიღაცეები” სისხლის სამართლის დამნაშავის გაშვებას! ჩემთვის მიუღებელია სიმართლისთვის და სამართალისთვის სახეში შეფურთხების მცდელობა! სასწორის პინაზე ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება დევს და არავისთვის ანგარიშის გაწევას არ ვაპირებ! უფრო მეტიც!… მინდა, რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!
ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი; სოციალური ქსელი