“მას შეუყვარდა საკუთარი ბიცოლა, მეუღლეს მოაჭრა ცხვირი, ღალატში დასდო ბრალი, გააძევა აფხაზეთში, ხოლო ბიცოლა დედოფლად დასვა”- გიორგი კალანდია ლევან II დადიანის სიყვარულის ისტორიას ჰყვება

0
4303
36 Views

გიორგი კალანდია ნოე სულაბერიძის გადაცემაში “ნოესთან” ოდიშის მთავარ, ლევან II დადიანის სიყვარულის ისტორიას ჰყვება.

როგორც კალანდია აღნიშნავს, ლევან II დადიანი მისი საყვარელი ისტორიული ფიგურაა და მას საქართველოს ჰენრი მერვეს უწოდებს.

“ხშირად გვგონია ხოლმე, რომ ჩვენს ისტორიაში არ იყო ისეთი მძიმე მომენტები, როგორც ევროპელ მონარქებთან.  მაგალითად, ლევან II დადიანს შეუყვარდა საკუთარი ბიცოლა. მეუღლეს მოაჭრა ცხვირი, ღალატში დასდო ბრალი, გააძევა აფხაზეთში – ბიძას წაართვა ცოლი და ბიცოლა საკუთარ დედოფლად დასვა…ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა, მე ლევან დადიანს საქართველოს ჰენრი მერვეს ვეძახი, რომელსაც უამრავი ცოლი ჰყავდა, თუმცა გამორჩეული ფიგურაა.

ლევან დადიანის პერიოდში სამეგრელოში შეიქმნა არნახული საოქრომჭედლო სკოლა, არაერთი ხელნაწერი დაგვიტოვა და ჰქონდა ბობოქარი ცხოვრება. ეს ისტორიული ფიგურა ისეთ ეროვნულ ორიენტირად არ გამოდგება, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, ან დავით აღმაშენებელი”, – საუბრობს გიორგი კალანდია.

 

Cesko