40 Views
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“პოლიტრავმებით შემოიყვანეს. აქვს მრავლობითი მოტეხილობა. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და 2 დღეში ოპერაცია გაუკეთდება”, – განაცხადეს კლინიკაში.
ინფო რუსთავი