„თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ ორივე დანიშნულებით სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება“ – დათო გამცემლიძე

December 25, 13:06
0
819

სოციალური ქსელის მომხმარებელი დათო გამცემლიძე ფეისბუკზე თბილისში არსებულ დიდ პრობლემაზე, აუტანელ საცობებზე წერს და მაგალითად ლონდონი მოჰყავს, რომლის ცენტრში შესვლაც ფასიანია.

„როგორც არ უნდა გაბრაზდეთ:ლონდონის „ვაკეში”, ანუ ლონდონის ცენტრში მანქანით გადაადგილება ფასიანია.მათ შორის თვით ლონდონელი „ვაკელებისთვისაც” და „City of Westminster”-ის გარეთ ვინც ცხოვრობს ხომ მით უმეტეს. „ვაკეში” შესვლის დროსაც გაფიქსირებს კამერა და გასვლის დროსაც.რაც მეტ ხანს დაჰყოფ „ვაკეში”, მით მეტი მოგივა გადასახადი.

სადაც არ უნდა გააჩერო ლონდონის „ვაკეშ” მანქანა, იმოდენა გადასახადი მოდის, დაფიქრდები მეორედ. და ეს ყოველივე კეთდება სპეციალურად – არა იმიტომ, რომ ლონდონის ბიუჯეტს რაიმე აკლია.ამიტომ ლონდონელი „ვაკელები” საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში მეტროთი გადაადგილებას არჩევენ.

ოღონდ მეტრო იქ ღირს არა 40 თეთრი, არამედ 4 ლარი ერთი გზა და ზოგჯერ მეტიც. შესაბამისად, იქაური ვაკელები პურის საყიდლად და „ბოიფრენდთან” ხშირად უბრალოდ ფეხით დადიან. არ არის დიდი გზა.

ხოლო თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ ორივე დანიშნულებით სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება და დოჩანაშვილის არ იყოს იძახეთ ახლა „რატომ” – წერს დათო გამცემლიძე.

Cesko