რამდენიმე დღეში 2023 წელი შემოაბიჯებს. ახალ წელს ადამიანები იმედითა და სურვილებით ელოდებიან. როგორი იქნება კატა-კურდღლის წელი აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტს” ესაუბრა.
„განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ კატა-კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანებს, ყველაზე წარმატებულები თქვენ იქნებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ახალი 12 წლიანი ციკლი იწყება თქვენს ცხოვრებაში. უნდა დასრულდეს ძველი ურთიერთობა, რაც ხელს გიშლით ცხოვრებაში და დაიწყოს ახალი, რომელიც მოგიტანთ წარმატებას.
აგრეთვე წარმატება ელოდება – ცხვრის, ტახის, ხარისა და გველის წელში დაბადებულ ადამიანებს.
აქედან განსაკუთრებით გველის წელში დაბადებულებს, ვინაიდან რადგან გველი ძალიან ინტუიციური ნიშანია და მისი გონება და წინათგრძნობა პირიქით ეხმარება კატას და შესაბამისად კატაც წარმატებას მოუტანს მას.
მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ვირთხისა მამლის წელში დაბადებულ ადამიანებს, ვინაიდან კატა-კურდღელი მათთან არ მეგობრობს.
ცხენის წელში დაბადებული ადამიანისთვის ეს წელი იმ შემთხვევაში იქნება რთული, თუ ისინი აჩქარდებიან და გადაწყვეტილებებს ნაადრევად მიიღებენ. სხვა დანარჩენი ნიშნებისთვის, ეს წელი იქნება ნეიტრალური.
და რაც მთავარია, ადამიანებმა თავიანთი წლისა და თვის ნიშნები უნდა შეაჯამონ, თუ მაგალითად იდეალური პროგნოზი აქვთ წლის მიხედვით და თვის მიხედვითაც ესე იგი წელი იქნება ფანტასტიკური”, – განაცხადა მიხეილ ცაგრელმა დაიჯესტთან საუბრისას.