“იცით, ბიძინამ დამიჯერა, ეს გააკეთა და შემდეგ მოიგო”, – ინფორმაცია, რომელიც არავინ იცოდა, რას ამბობს ცაგარელი

December 24, 13:06
0
596

მიხეილ ცაგარელი „იმედის“ სტუმარი გახლდათ და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიუთითა პრესის საშუალებით ბიძინა ივანიშვილს, რა არ უნდა გაეკეთებინა და რამდენჯერმე მას დაუჯერა კიდეც.

მიხეილ ცაგარელი: 

„სააკაშვილიდან დაწყებული ნიკო ლეკიშვილით დასრულებული ყველას პირადი ჰოროსკოპი გამიკეთებია. რამდენჯერმე მივუთითე კიდევაც ბიძინა ივანიშვილს პრესაში, როცა რაღაცები ჰქონდა დაგეგმილი. მინდა გითხრათ, ერთი-ორჯერ დამიჯერა კიდეც. ახალ მთვარეზე ჰქონდა „ქართული ოცნების“ დაფუძნება დაგეგმილი და მერე სხვათა შორის, გადაიტანეს. ასევე უნდოდა მოსვლა ჟურნალისტიკაში. მე მქონდა დიდი სტატია ამაზე, რატომ არ არის სასურველი ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი გადაცემის წაყვანა. არ გააკეთა ის პროექტი და დამიჯერეთ, მოიგო. მესამე, რაც მე ვთქვი საგანგებოდ – ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, დაინგრევა ადამიანი. იგივე ვუთხარი ბადრი პატარკაციშვილს, ცხონებულს, როცა მე მომმართა და მითხრა, პოლიტიკაში მოსვლა მინდაო. ვუთხარი, არ შეიძლება, დაიღუპები-მეთქი და თან, უცხოეთში. მას შავი მთვარე ჰქონდა მშვილდოსანში, რომელიც სააკაშვილის ნიშანია. როცა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გამოაცხადა, ვიცოდი, რომ დამთავრებული იყო მისი საქმე და დამთავრდა კიდეც… იმდენ პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა…

Cesko