ჩინური მფრინავი ავტომობილის გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი ცნობილია

0
368
17 Views

Xpeng-ის წარმოების პირველი მფრინავი ავტომობილის გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი ცნობილია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სტარტაპ AeroHT-ის დამფუძნებლის, ჩჟაო დელის განცხადებით, Xpeng-ის ელექტრომობილის სერიული წარმოება შესაძლოა 2025 წელს დაიწყოს, მისი ღირებულება კი 140 000 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ Xpeng​-ის პარტნიორი სწორედ კომპანია AeroHT არის, რომელიც მფრინავ ავტომობილებზე 2013 წლიდან მუშაობს.

ჩჟაო დელის განცხადებით, ავტომობილი დროის 90%-ს ჩვეულებრივ გზებზე გაატარებს, აფრენა კი მხოლოდ საცობების დროს იქნება შესაძლებელი. ავტომობილს 4 ელექტროძრავი და 8 პროპელერი ექნება.

Cesko