ჰააგის სპეციალურმა ტრიბუნალმა თვითაღიარებული კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის საქმის განხილვა დაიწყო

0
233
16 Views

ჰააგის სპეციალურმა ტრიბუნალმა თვითაღიარებული კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის, 54 წლის ჰაშიმ ტაჩის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც 1998-1999 წლებში სერბეთთან ომის დროს ომის დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ბრალდების მტკიცებით, ტაჩიმ და მისი უახლოესი გარემოცვის სამმა წევრმა შექმნეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ახორციელებდა ფართომასშტაბიან და სისტემატურ თავდასხმებს კოსოვოში მცხოვრებ სერბულ უმცირესობაზე და ალბანელებზე. ბრალდებულები მათ მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ჰაშიმ ტაჩი „კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის“ ყოფილი პოლიტიკური მეთაურია. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ტაჩი პოლიტიკაში წავიდა და 2008 წლიდან კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, 2016 წლიდან კი პრეზიდენტი იყო.

ჰააგის სპეციალური ტრიბუნალი მიიჩნევს, რომ ტაჩი პასუხისმგებელია 1998-1999 წლების ომის დროს 100-მდე მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობაზე. 2020 წლის ნოემბერში მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა და ჩაბარდა სამართალდამცველებს.

Cesko