მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა

0
396
16 Views

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. კლინიკა „ვივამედში“ გამომძიებელი ცოტა ხნის წინ მივიდა.

მედდას სააკაშვილისთვის ანალიზები უნდა აეღო, რომლითაც უნდა დაედგინათ, მოწამლულია თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, პატიმარი ექსპერტიზის ბიუროს და „ვივამედს“ არ ენდობა.

„სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია იყო, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ეს ექსპერტიზა, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა, თუმცა მათ შეცვალეს პირობები. დღეს უნდა შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და უშუალოდ მისგან მოვისმინოთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში ჩავატარებთ შესაბამის მოქმედებებს. ჩვენი მიზანია, საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი, ღია და გამჭვირვალე გამოძიების წარმოება“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი.

Cesko