26 Views
გავლენიანი გამოცემა “პოლიტიკო” წერს, რომ ავრცელებს სკანდალურ აუდიოჩანაწერს, სადაც პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მისი ამერიკელი ადვოკატი ესაუბრება:
– გეშინიათ თქვენი უსაფრთხოების და სიცოცხლის გამო?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– გჯერათ, რომ მოგწამლეს?
– არ ვიცი
– გაქვს ეჭვები?
– აქ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ არ ვიცი.
– გტკივათ?
– მტკივა მკლავები და ფეხის კუნთები
– ახლა თავს სუსტად გრძნობთ?
– დიახ, საკმაოდ სუსტად და დაღლილი ვარ. აქ გადმოყვანის შემდეგ 22 კგ დავიკელი.
– თვლი, რომ ხარ პოლიტიკური პატიმარი?
– რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა, – პასუხობს პრეზიდენტი აუდიოჩანაწერში.
“საკუთარი თავის აჩრდილი” – ასე მოიხსენიებს გავლენიანი გამოცემა მიხეილ სააკაშვილს.
წყარო – ტვ პირველი