“მინიმალური სასჯელიც ვერ მოიხადა კაცურად, მერაბიშვილსაც არ უკადრია ეს ცირკაჩობები!…ამდენ ხანს თავს ვიკავებდი რამე დამეწერა…”

December 23, 07:47
0
3501

“ამდენ ხანს თავს ვიკავებდი რამე დამეწერა…
მცხვენოდა კიდეც, მისი დაცინვა ხომ გარკვეულწილად ჩვენ დაცინვასაც ნიშნავსთქო!!!
ცხრა წელი ცოტა დრო არ არის და წესით, გასული ათი წელიც არ არის ცოტა იმისთვის, რომ სააკაშვილის თემა აღარ ყოფილიყო განხილვის საგანი…
(აქ რომ ხელისუფლება ვარგოდეს და სამართლი-სამართლობდეს!)
მოკლედ, ვითმინე, ვითმინე და სპექტაკლის ბოლო ნაწილმა, ყველა მოლოდინს რომ გადააჭარბა!
ახლა დავწერ….
ჯერ პირველრიგში, ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის და ვინ ოხერია?!
(,,ტიპმა”ქართულად ლაპარაკიც არ იკადრა!)
თან ამდენი ლორწო გასდის!
ქალი ვარ და დღემდე ცხოვრებაში სიღრმისეულად გარკვეული, ხისტი ზნის, გამოწრთობილი და გავლენიანი კაცი არ მეგულება, ციხე არ ჰქონდეს გამოვლილი. ( გოთვერნებს არ ვგულისხმობ!)
მაგრამ დაწმუნებული ვარ, არცერთ მათთაგანს, ასეთი წირპვლა არ დაუწყია, როგორც ეს იწირპლება და იპრუწება!
ეს რა კაცია საერთოდ და თან ნაპერეზიდენტალი!
მინიმალური სასჯელიც ვერ მოიხადა კაცურად და მერაბიშვილსაც არ უკადრია ეს ცირკაჩობები !
შორს აღარ წავალ…
რაზე და ვისზე ვკარგავთ ძვირფას დროს!
უბრალოდ, ვნანობ! ”

მანანა უძილაური, სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko