16 Views
აშშ-ის კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.
“ეს შესწორება საშუალებას მისცემს იუსტიციის დეპარტამენტს სახელმწიფო მდივნის მეშვეობით ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან ან სხვა სანქცირებული სუბიექტებიდან მიღებული თანხები გადასცეს უკრაინის ხალხს. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება უკრაინის დიდი ხნის ტანჯული ხალხისთვის. ეს შვება იქნება ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის… ეს ცუდი დღე იქნება ოლიგარქებისთვის”, – აღნიშნა გრემმა.