20 Views
სასიამოვნოა როდესაც პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება გვიწევს, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება ამ ბოლო დროს, არა იმიტომ რომ არ გვსურს, არამედ ასეთი ბევრად ნაკლებადაა, ვიდრე ნეგატიური თუ მძიმე ინფორმაციები.
ამჯერად, ხაშურში მომხდარ ამბავს გაცნობებთ:
ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქემ საფულე დაკარგა. ის ლადო ბეკოშვილმა იპოვა. საფულეში, საბუთებთან ერთად, 2270 ლარი იყო შენახული.
ამის შესახებ ლადომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ ეძებს პატრონს. საფულის პატრონი მალევე გამოჩნდა და ახალგაზრდა კაცმა ის მფლობელს ხელუხლებლად დაუბრუნა.
mix.metronome.ge