თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა – ნახეთ რა შენიშნა მან

0
635
21 Views

ეს ბრი ამერია — მსახიობი და ტელეწამყვანი. ხოლო ეს, ფოტოა იმ ტელეეთერიდან, რომლის დროსაც, თაყვანისმცემელმა მას სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი დაუსვა.

ამის შემდეგ, ის მთელი წელი ცდილობდა მასთან დაკავშირებას, რომ მოსალოდნელი უბედურების შესახებ გაეფრთხილებინა და გადაერჩინა.

image

ამ ხნის მანძილზე, ის სოციალური ქსელებით ცდილობდა მისთვის ხმის მიწვდენას. მაგრამ, გოგონა უცხო ადამიანის მესიჯებს არც კი ნახულობდა. ხოლო დაცვა, მასთან არ უშვებდა. ბოლოს, როგორც იქნა ერთ–ერთი მათგანი დაარწმუნა და ის მსახიობთან შეუშვეს…

ბრი მეორე დღესვე ექიმთან მივიდა და გაირკვა, რომ მას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა.
გოგონამ 2 ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. ამის შემდეგ, ის სრულიად გამოჯანმრთელდა. მართალია, ახლა ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გეგმურ გამოკვლევას გადის.

image

«გამიმართლა, რომ ის ასეთი დაჟინებული აღმოჩნდა! ერთი წლის შემდეგ, ეთერში, ჩემი სიმსივნე უფრო შესამჩნევი და დიდი იყო და ბოლოს, მან ჩემთან დაკავშირება მოახერხა» — თქვა ამერმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სიმსივნის აღმოჩენა ძალიან რთულია.

ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს ჰიპოთირეოზიც*. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში ეს, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

Cesko