„რა ნამუსით მიმართავს ერს, რომელსაც ერთი მადლობაც კი არ უთხრა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის“ – ვატო შაქარიშვილი ზელენსკიზე

0
1492
18 Views

ზელენსკის მიმართვა ქართველ ერს – ცოტა ხმამაღლა ხომ არ ჟღერს?! საერთოდ როგორ ბედავს ქართველ ხალხს მიმართოს, ვინ მისცა ამის ან ლეგიტიმაცია ან მორალური უფლება?! იმ ხალხს, ვისაც დაწყებული სააკაშვილის შეფარებით და თანამდებობაზე დანიშვნით პერმანენტულად შეურაცხყოფას აყენებდა! რა ნამუსით მიმართავს ერს, რომელსაც ერთი მადლობაც კი არ უთხრა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის! – ამის შესახებ მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ოფიციალური პირი არ დარჩა ზელენსკის გარემოცვაში, ვინც ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ ცდილობს.

მისივე თქმით, ყველაფერი მინიმუმ იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ თავად ზელენსკი მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინიდან “ექსპორტში”, რომ საქართველოში მისი საიმედო მოკავშირე ჰყოლოდა.

„ზელენსკის მიმართვა ქართველ ერს – ცოტა ხმამაღლა ხომ არ ჟღერს?! აბსურდული შინაარსი ნაკლებად მაინტერესებს! მთავარია, საერთოდ როგორ ბედავს ქართველ ხალხს მიმართოს, ვინ მისცა ამის ან ლეგიტიმაცია ან მორალური უფლება?! იმ ხალხს, ვისაც დაწყებული სააკაშვილის შეფარებით და თანამდებობაზე დანიშვნით პერმანენტულად შეურაცხყოფას აყენებდა! რა ნამუსით მიმართავს ერს, რომელსაც ერთი მადლობაც კი არ უთხრა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის! ხმას საერთოდ როგორ იღებს იმ ქვეყნის მიმართ, რომლიდანაც ყოვლად უსაფუძვლოდ და პროვოკაციულად გაიწვია ელჩი?! ოფიციალური პირი არ დარჩა მის გარემოცვაში, ვინც ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ ცდილობს! ხან სანქციების გვერდის ავლაში დახმარება დაგვაბრალეს, ხან რუსეთის მოკავშირეობა და რამდენია გასახსენებელი…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დიდსულოვნებას იჩენს ქართველი ხალხი და ეს კიდევ ბედავს და რაღაცეებს მოგვიწოდებს! ან შობა რა იცის ან და მოწყალებისა რა გაეგება…?! ან ბოროტებად, დამცირებად თუ სისასტიკედ რომ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას, თუ უნდა ვანახებთ რა იყო ნამდვილი და გაუგონარი სისასტიკე, რასაც მისი საყვარელი ნაცები სჩადიოდნენ ჩვენ ქვეყანაში!!! ყველაფერი კი, მინიმუმ იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ თავად ზელენსკი მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინიდან “ექსპორტში”, რომ საქართველოში მისი საიმედო მოკავშირე ჰყოლოდა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Cesko