რუსეთისა და თურქეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაზი იქნება – რას წერს თურქული მედია

0
715
21 Views

თურქული გამოცემა star.com.tr იუწყება, რომ საქართველო მნიშვნელოვანის სავაჭრო ხაზი იქნება რუსეთისა და თურქეთისთვის.

2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვამ 6,6 მლრდ დოლარი შეადგინა. თურქეთი რუსეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ელექტრომოწყობილობებს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ დანადგარებს, ტანსაცმელს, ასევე ფარმაცევტულ პროდუქციას და კოსმეტიკას ყიდის.

თავის მხრივ, თურქეთი რუსეთისგან ენერგომატარებლებს და ელექტროენერგიას ყიდულობს.

იანვარ-აგვისტოში თურქეთმა რუსეთში 38 მლრდ დოლარის ენერგომატარებლები შეიძინა.

წყარო: tia.ge

Cesko