“ის იყო ამის ნაწილი თავიდან ბოლომდე” – სანდრა რულოვსი არჩილ თალაკვაძეზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

0
1560
53 Views

რას აცხადებდა სანდრა რულოვსი არჩილ თალაკვაძეზე:

არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე ის სულ, რომ ლაპარაკობს წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე და ის იყო ჩემი ასისტენტი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, როდესაც ჟენევაში დადიოდა და საქართველოს გრანტები მოჰქონდა, არჩილ თალაკვაძე მისი ასისტენტი იყო.

„სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინაღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას, უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელია ერთად ვთანამშრომლობთ. რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი არ გამიკეთებია, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა. მე დღეს შევიკავე თავი. აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, შევიკავე თავი იმიტომ, რომ მშვიდად იდგა. ახლა, რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და ამას არ ვაპატიებ, არანაირად არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც აქვს ცრემლები თვალში, როცა მაცილებენ, რომ აი, თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო იმედი თქვენ ხართ. ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს,“ – განუცხადა „რუსთავი 2“-ს სანდრა რულოვსმა.

წყარო: „რუსთავი 2“

Cesko