,,სააკაშვილთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს და რომ ვეუბნები ხოლმე, რა დავაშავე, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ეს ასე არ არის და რატომ გვერჩიან-მეთქი“ – ნინო ნადირაძე

0
2341
19 Views

,,ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე ,,იმედი live”-ში აცხადებს:

„ჩვენთვის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო უარესია შეურაცხყოფის ის კასკადი, რაც ამ პაციენტის შემოყვანის დღიდან ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი განიცდის. რომ თურმე, ჩვენ ვართ ყველანი მკვლელები, მას ვწამლავთ, ვკლავთ, ვანადგურებთ. იცით რა ძნელი მოსასმენია, რომ შენ ფაშისტი ხარ. მასთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს და რომ ვეუბნები ხოლმე, რა დავაშავე, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ეს ასე არ არის და რატომ გვერჩიან-მეთქი. ნუ მიაქცევ ყურადღებას რასაც წერენ, მე არავისთვის არაფერი დამივალებიაო.

მე სულ ვამშვიდებ ჩემ თანამშრომლებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება და ეს დამშვიდება მათ სჭირდებათ ყოველდღიურად, რადგან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. შემოსვლის წამიდან, შემოიყვანეს თუ არა ეს პაციენტი, დაიწყო უწყვეტ რეჟიმში კამპანია. ჩვენ 10 დღეში დავდეთ ყველაფერი, წინასწარი დიაგნოზებიც და მუდმივი აპელირება, რომ დიაგნოზები არ აქვთ, სიცრუეა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები. ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ. ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე და ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას. ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმი, ექსპერტი, ადვოკატი, მომხრეები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი ეს ამხელა მანქანა მომართულია ჩვენ წინააღმდეგ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ, არ გამოგივათ“

Cesko