სამოქალაქო აქტივისტი, ნინია ბარამიძე წინა ხელისუფლების პერიოდს იხსენებს, როდესაც მამამისი ციხეში მოხვდა და გარდაიცვალა. ამით ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.”თქვენს “მესამე პრეზიდენტს”
არაფერი დამიწერია კაი ხანია მაგრამ ხელები მექავება.
2007 წელს როცა მამაჩემი დაიჭირა თქვენმა რეჟიმმა, თან სრულიად უდანაშაულოდ, მაშინ 13 წლის ვიყავი, 13 წლის ვიყავი როცა ბავშვობა წამართვით, და მთელი ოჯახი მიწასთან გაგვასწორეთ.
ვისაც მამაჩემი ახსოვს, მთასავით კაცი, დიდი ღიპით, 2 თვეში სასამართლო პროცესზე ვერ ვიცანი, ძვალზე გადაკრული ტყავი იყო.
ისე მოაქციეთ, შაქარი ხომ დამართეთ, ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული, და ციხის საავადმყოფო სანატრელი ჰქონდა, ძვლივს როცა ნება დართეთ, გადაეყვანათ ციხის საავადმყოფოში, იმდენად მძიმე იყო, მისი მდგომარეობა არ მიიღეს.
დედაჩემის კივილის, ისტერიკის ფონზე, ცა და დედამიწა როცა ჩარია, ძვლივს ბათუმის ციხიდან, ბათუმის საავადმყოფოში გადაყვანის ნება დართეს….
მაგრამ ვაი ასეთ ნებას… იმავე დღესვე ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია, ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ, გაუსკდა გულიც…
მთასავით კაცი, ცალი ფეხით მოგვისვენეს სახლში!!!!
ამის შემდეგ დედა ემიგრანტია წლებია..
დედის სითბოც წამართვით.
და სიმართლე გითხრათ მოკვდება თუ მორჩება ფეხზე მკიდია”, – წერს ნინია ბარამიძე.
წყარო : https://tia.ge/