„თქვენ ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ხართ“ – მიხეილ ცაგარელმა ფავორიტი ნიშანი დაასახელა

0
1515
50 Views

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშანს გარკვეულ პერსპექტივებს ჰპირდება, თუმცა მომავალი კვირა შედარებით რთული იქნება. ამიტომ ასტროლოგი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ამ პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას სთხოვს და საკუთარ შესაძლებლობებს აცნობს:

ვერძი – თქვენ ახლა ვერავინ შეგაჩერებთ, ენერგიულები, კომუნიკაბელურები და აქტიურები ხართ ყველაფერი გამოგდით, საუკეთესო პერიოდი გაქვთ უცხოეთში მოგზაურობისათვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. ახლა შეგიძლიათ თქვენი ცოდნა გადასცეთ სხვებს და ამით აიმაღლოთ ავტორიტეტი, რადგან პედაგოგიური საქმიანობისთვის კარგი პერიოდი გაქვთ

კურო – ერთის მხრივ კარგი პერიოდი გაქვთ, თუმცა მეორეს მხრივ თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გამოიძინეთ კარგად და დაისვენეთ ხშირად. გაითვალისწინეთ, რომ ეს კვირა კარგია ცვლილებებისთვის, ტრანსფორმაციის პერიოდია. შესაძლოა, იპოვოთ ახალი პარტნიორი და ახლებურად დაინახოთ ბევრი რამ. მთავარია არ იჩქაროთ და სულსწრაფობა არ გამოიჩინოთ.

ტყუპები – წარმატებული, აქტიური, ინიციატივიანი და გონებამახვილები ხართ, საუკეთესო პერიოდი გაქვთ პარტნიორული თანამშრომლობისათვის. ძალიან კარგი შანსები გაქვთ რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. შესაძლოა, სამსახურებრივი რომანების წინაშე აღმოჩნდეთ, ასევე გაქვთ შანსი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

კირჩხიბი – თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გადაიღალოთ. მეტად დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ. შესაძლოა, იყოს პროვოკაციები, მაგრამ არ აჰყვეთ მას. წარმატებები გელოდებათ ფინანსურ სფეროში და ნათესაურ ურთიერთობებში.

ლომი – თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური, ენერგიული ინიციატივიანი და ქარიზმატული ხართ. წარმატების ფაქტორი საკმაოდ მაღალი გაქვთ, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ შვილებთან მიმართებით და სასიყვარულო პარტნიორებთან. ეცადეთ არ იყოთ პრეტენზიულები და მომთხოვნები.

ქალწული – თქვენი ენერგოტონუსი ცოტა მცირდება. მართალია გიყვართ შრომა, მაგრამ ახალა ცოტა მეტად უნდა დაისვენოთ. თუ თქვენ არ ჩაეძიებით ყველა წვრილმანს, მაშინ პარტნიორული თანამშრომლობა მატერიალურ დივიდენდებსაც მოგიტანთ.

სასწორი – ძალიან ქარიზმატულები ხართ. ახლა თქვენში ინდივიდუალიზმი მომატებულია და შემოქმედებითად წარმატება გელოდებათ. გაქვთ საინტერესო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა.

მორიელი – ახლა ცოტა მეტ ყურადღებას გთხოვთ, ვინაიდან, გაქვთ როგორც კარგი შანსები, ნეგატივიც. იმუნიტეტი შემცირებული გაქვთ, შესაძლოა, მოულოდნელად გაცივდეთ, თუმცა მოსალოდნელია ფინანსური წარმატების მოპოვება.

მშვილდოსანი – თქვენ ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ხართ, მშვილდოსნებო, არნახულად მაღალი შანსები გაქვთ ყველა დონეზე. თქვენს ნიშანში ახლა 3 პლანეტა იმყოფება და სასწაულების მოხდენის პერიოდი გაქვთ.

თხის რქა – თქვენ ახალა დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, მოგეხსენებათ ეს დრო საკმაოდ რთულია, ამიტომ არ გადაიღალოთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ფსიქოემოციური არამდგრადობა და  გარეთა მხრიდან ზეწოლები. ამიტომ შეეცადეთ მშვიდ რიტმზე გადახვიდეთ.

მერწყული – აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანები ხართ, ახლა წარმატების შანსები არნახულად მაღალი გაქვთ, შესაძლოა ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას ჩაუყაროთ საფუძველი, როგორც მატერიალური კუთხით, ისე პარტნიორულით. წარმატების პერსპექტივა ძალიან მაღალი გაქვთ და გამოიყენეთ ეს დრო.

თევზები – თქვენი ენერგოტონუსი ჯერ სტაბილურია, თუმცა, შემდეგი კვირიდან რადიკალურად იცვლება სიტუაცია. ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ, რადგან ახლა წარმატების მიღწევის შანსი გაქვთ, ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგება იმატებს, რაც სამსახურებრივ წარმატებებს მოგიტანთ. ახლა შესაძლოა, ახალი სამსახური დაიწყოთ, ან ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ.

Cesko