19 წლის მედდა ცოლად გაჰყვა დემენციით დაავადებულ 89 წლის მოხუცს,რომლის სიკვდილსაც მოუთმენლად ელოდება

0
2315
19 Views

19 წლის მედდა არკანზასიდან, (აშშ), სპეციალური საჭიროების მქონე მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდა და პატივისცემას იმსახურებდა თავისი საქმიანობის გამო, რომ არა მისი მოულოდნელი ნაბიჯი. ოლივია სტოუნი უვლიდა 89 წლის მოხუცს ლი ჰოპკინსს, რომელსაც დემენცია (მეხსიერების გაუარესება ან დაკარგვა)ჰქონდა და აღარც ახსოვდა არც გოგონა და არც კვირის დღეები.ორი წლის წინ დაავადებას ტრაგედიაც კი მოჰყვა, როდესაც ლიმ და მისი მეუღლე ელიზაბეტი ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც მოხუცი ქალი გარდაიცვალა.

ყველას გასაკვირად, ოლივია ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ლიზე და განაცხადა, რომ მათ რომანი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, გოგონამ Twitter- ზე არც შერცხვა და უყოყმანოდ აღიარა, რომ მას უფრო აინტერესებდა მატერიალური მხარე. მანამდე მედდა თითქმის უსახლკარო იყო და ახლა მას ნორმალური მომავლის იმედი ჰქონდა. გამომწერების წინაშე იგი ქვრივად მალე გახდომას ნატრობდა და უკვე პირადი ცხოვრების მოწესრიგებას გეგმავდა, ხოლო ბიჭებს გაცნობას სთავაზობდა. მაგალითად ოლივიას და ვინმე ტეილორის მიმოწერა – გამომიგზავნე შენი ინტიმური ფოტოები. – ჰეი, ლის ვეტყვი. – და რას იზამს – დაავიწყდება? ოლივიას ამ საქციელმა აღშფოთების ტალღა გამოიწვია ინტერნეტში, მომხარებლებმა შეტყობილებები გაუგზავნეს, როგორც მოხუცთა სახლის ადმინისტრაციას, ასევე იმ ეკლესიის პასტორს, სადაც ლი დადიოდა.

ექთანს მოუწია ყველა ინფორმაციის წაშლა, როგორც “ტვიტერზე” ასევე “ფეისბუქის გვერდიდან ყველა ინფორმაციის წაშლა, სადაც ის უკვე ოლივია ჰოპკინსის სახელით იყო დარეგისტრირებული.

Cesko