“ევროპარლამენტი ყარს! ორ რამეს ვერ გვპატიობენ – სამშობლოს სიყვარულს პერსონალურად ივანიშვილს და …”- ვატო შაქარიშვილი

0
693
27 Views

ევროპარლამენტი ყარს!
ყველაფერი ჟანრის კანონებით ვითარდება. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების სწრაფი და შეუქცევადი პროცესი.

უდიდესი კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელსაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავება მოჰყვა და რომლის გარშემოც გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იგივე კორუმპირებული და ანგაჟირებული ხალხი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ამავდროულად სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას! ორ რამეს ვერ გვპატიობენ – სამშობლოს სიყვარულს პერსონალურად ივანიშვილს და საქართველოს კი, დამოუკიდებლობას! ეს უკანასკნელი თავის თავში გულისხმობს – ეროვნული ინტერესების დაცვას; მშვიდობის შენარჩუნებას; მონურ მორჩილებაზე უარის თქმას.
ამიტომ გადავიდნენ სადამსჯელო ღონისძიებებზე, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მათი რეზოლუციის ფურცლებზეა და რეალურად ვერასოდეს განხორციელდება, რადგან მთლიანად აბსურდს ეფუძნება!
ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა! ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა… ამას სანქციები, იმას თავისუფლება… ამას სანქციები, იმას თავისუფლება…

ვატო შაქარიშვილი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი; სოციალური ქსელი

Cesko