“გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ერთად წავაგებთ” – კოკოითი

0
416
21 Views

გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს “არას”, პირიქით, ჩვენ ვამბობთ – “დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს”. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა” თქვა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, თუმცა ასევე დასძინა :

ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით… ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი”

მისი თქმით შეიძლება გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.“მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობოლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით, ამაზე დავიფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად”, -თქვა მან.

Cesko