“ხიდან ჩამოხსნეს, ხორხი აქვს დაზიანებული- 25 წლის გოგონა პატარა შვილმა ხეზე ჩამოკიდებული იპოვა – მძიმე ისტორია

0
727
22 Views

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, რომელშიც ოჯახში ძალადობის შესახებ არის ინფორმაცია. “Nata Gabrava “ეს ისტორია ტელევიზიით არ გადმოუციათ, ჩემი ოჯახის ისტორიაა რამდენიმე დღის წინ 25 წლის, 3 შვილის დედა, მისმა 5 წლის შვილმა ხეზე ჩამოკიდებული იპოვა.

წინაპირობა – მოძალადე ქმრის მიერ სიკვდილამდე ცემა იყო. ეს გოგო ჩამოხსნეს, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხორხი აქვს დაზიანებული, კომაშია, არავინ იცის გადარჩება თუ არა. ქმრის ოჯახის წევრები ღმერთს ევედრებოდნენ, ოღონდ გადარჩენილიყო, რომ არ დაეჭირათ. ამ სამი შვილიდან უფროსი 5 წლისაა, თავის პატარა დას ურტყამდა, როცა ბებომ სთხოვა ნუ ურტყამო მისი პასუხი იყო- ცემა თუ არ შეიძლება მამა დედას სულ რატომ ურტყამდა-ო ჰოდა, არ ვიცი, ალბათ ასეთი უამრავი ისტორიაა ჩვენ გარშემო, რომელიც არ გაშუქებულა, არავის გაუგია და ისე ჩაიარა, როგორც არაფერი. იმ ბიჭს დაიჭერენ, მაქსიმუმ, 10 წელს მიუსჯიან, იქედან გამოსული რას იზამს არავინ იცის ბავშვები, რომლებიც ამას უყურებდნენ ისინი როგორები გაიზრდებიან ისიც არ ვიცით. ძალიან სამწუხაროა, გარშემო ყველამ და ყველაფერმა იცოდა ეს სიტუაცია და არავის არ მოუნდა ამ გოგოს დახმარებოდა.” რა პრობლემის წინაშე ვართ ვხვდებით? ვაცნობიერებთ? ჯოჯოხეთი სხვა კი არაფერია… ქვეყანაში კი ისევ მთავარი თემა სააკაშვილის მკურნალობა და კვებაა… ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ”, – წერს ჩხეიძე.

Cesko