VIDEO: “ბავშვი საფლავზე დააწვინეს და თავისი ფეხით ადგა” – მამა ვიტალის საფლავთან, ყოველდღე, მრავალი მომლოცველი მიდის და გასაჭირს უყვება

December 14, 11:49
0
1805

ქ. თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში ტაძრის ეზოში დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო).

მის საფლავთან, ყოველდღე, მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებს და თავიანთ გასაჭირს უყვება – თითოეულს სწამს, რომ წმინდა მამა, მათ თხოვნას შეასრულებს, გულმხურვალედ ლოცულობენ და მეოხებას სთხოვენ.

ამ სიუჟეტში მოუსმენთ და ნახავთ, წმინდანის მიერ განკურნებულ პაციენტებს:

 წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია მდებარეობს ივ. ჯავახიშვილის ქ. 691 – ში მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტაძარი 1864 წელს აიგო. მშენებლობა მორწმუნეთა დახმარებითა და რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა.

1886 წელს ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭითა და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივითა და საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით მოხდა.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მირონცხების პატივსაცემად. ეს ეკვდერი მთლიანად მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აიგო გლამაზდინების ოჯახის მიერ.

ტაძრის ეზოს კარიბჭესთან თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოა, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.

ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელისა და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.

ტაძრის ეზოში დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

წყარო: პრაიმტაიმი და ამბიონი

Cesko