20 Views
სურამში 25 წლის ახალგაზრდას გლოვობენ. ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ერთ-ერთი კოტეჯის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება.