(+18) კრის უოტსის საქმე: არსება, რომელმაც ორსული ცოლი და ორი შვილი საყვარლის გამო დახოცა

0
562
32 Views

კრის უოტსმა 2018 წლის 13 აგვისტოს ცოლის – შანანისა და ქალიშვილების, ბელასა და სელესტეს მკვლელობა აღიარა.

შანან უოტსს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა 2010 წელს, როდესაც კრისი გაიცნო. „მე ნამდვილად ძალიან, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი და კრისისგან მეგობრობის თხოვნა მივიღე Facebook-ზე“, – თქვა შანანმა  სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე, ონლაინ ვიდეოში. „მე ვთქვი, – ოჰ, რა ჯანდაბად დავიმატო მეგობრებში? მე მას არასოდეს შევხვდები“. თუმცა, მას შემდეგ რვა წელი გავიდა და ჩვენ ორი შვილი გვყავს, ჩვენ ვცხოვრობთ კოლორადოში და კრისი არის საუკეთესო მოვლენა ჩემს ცხოვრებაში“.

მას შემდეგ, რაც წყვილი კოლორადოში გადავიდა საცხოვრებლად, მათ ოჯახი შექმნეს. ბელა 2013 წლის დეკემბერში დაიბადა. „შანანი ძალიან აღელვებული იყო, რომ პირველი გოგონა შეეძინა”, – წერს მისი ოჯახი მის ნეკროლოგში.

ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, სელესტი დაიბადა. 2018 წელს შენონი კვლავ დაორსულდა ბიჭზე, რომლისთისაც ნიკოს უნდა დაერქმია.

როგორც ჩანს, წყვილს ძლიერი ოჯახი ჰქონდა. თუმცა, 2018 წლის ზაფხულში შანანმა შენიშნა, რომ ყველაფერი შეიცვალა. „ის შეიცვალა. არ ვიცი, ვინ არის ის, ვერ ვცნობ“, – წერდა მეგობარს 7 აგვისტოს. „ის მთელი კვირა არ შემხებია, არ მაკოცა, არ დამელაპარაკა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვცდილობ გავარკვიო, რისი ბრალია ეს ყველაფერი. ასეთი პრობლემები არასდროს გვქონია ურთიერთობაში. უბრალოდ, ტირილი მინდა“. – წერდა ის.

შანანი და გოგონები ბოლოს ნახეს ორშაბათს, 2018 წლის 13 აგვისტოს. მათი გაუჩინარების შემდეგ, კრის უოტსმა მისცა რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც მათ უსაფრთხო დაბრუნებას სთხოვდა. „ჩვენ გვქონდა ემოციური საუბარი”, – განუცხადა მან „დენვერ 7“-ის კორესპონდენტს, მისი ოჯახის გაუჩინარებიდან ერთი დღის შემდეგ.

16 აგვისტოს შანანის ცხედარი იპოვეს Anadarko Petroleum Corporation-ის, ნავთობისა და გაზის კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც კრისი მუშაობდა. ბელასა და სელესტეს გვამებიც იმავე დღეს, ნავთობის ავზებში, შენონის ცხედრის გვერდით აღმოაჩინეს.

შენონი და გოგოები კრისმა შიშველი ხელებით დაახრჩო. კრისი დააკავეს სამი პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით.

პოლიციაში ყოფნისას კრისმა განაცხადა, რომ იმ საღამოს უთხრა შანანს, რომ მას სურდა დაშორება. ის ამტკიცებდა, რომ ამის შემდეგ შენიშნა შანანი, რომელიც ახრჩობდა სელესტს და ბელას უსიცოცხლო სხეული იქვე იყო. როგორც თავად ამტკიცებდა, „მრისხანების“ გამო შანანი თვითონ დაახრჩო.

პოლიციამ არ დაუჯერა. მალევე დაადგინეს, რომ კრისს ჰქონდა რომანი ნიკოლ კესინგერთან, რომელიც მის კომპანიაში მუშაობდა. მკვლელობების შემდეგ კესინგერი პოლიციასთან თანამშრომლობდა.

ასობით მგლოვიარე შეიკრიბა წმინდა გულის კათოლიკურ ეკლესიაში, პაინჰერსტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, რათა პატივი მიეგოთ შენონის, მისი ქალიშვილებისა და ჯერ კიდევ არ დაბადებული ვაჟის, ნიკოსთვის.

2018 წლის 6 ნოემბერს მოვლენები მოულოდნელად შეტრიალდა: უოტსი გარიგებაში შევიდა გამოძიებასთან და  ფეხმძიმე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობა აღიარა, სიკვდილით დასჯის თავიდან აცილების სანაცვლოდ.

2018 წლის 19 ნოემბერს უოტსს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

2019 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა კრის უოტსის სრული აღიარების ვიდეო. ვიდეოში მან კოლორადოს გამოძიების ბიუროს გამომძიებლებს განუცხადა, რომ მკვლელობის ღამეს ის საწოლში დაახტა შანანს მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ ის აღარ უყვარდა. ის ამტკიცებს, რომ ქალი დაემუქრა მიტოვებით და ბავშვების წაყვანით.

შემდეგ უოტსმა 45 წუთში მოახერხა ნავთობის საბადომდე მიყვანა. შენანის ცხედარი სატვირთო მანქანის უკანა განყოფილებაში ესვენა, მისი ჯერ კიდევ ცოცხალი გოგოები კი უკანა სავარძელზე ისხდნენ.

უოტსმა თქვა, რომ სელესტი უკანა სავარძელზე დაახრჩო და მინდორში დააგდო, შემდეგ დაბრუნდა ბელას დასახრჩობად, რომელიც მას სიცოცხლეს ევედრებოდა.

როდესაც ის მის მოკვლას აპირებდა, ბელამ იყვირა: „მამა, არა! არ მომკლა!“ და ეს იყო მისი ბოლო სიტყვები“, – ნათქვამია აღიარებით ჩვენებაში.

წყაროების თანახმად, უოტსს ციხეში ცხოვრება სულაც არ მოსწონს. იქ ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა დღეში ერთი საათის განმავლობაში შხაპის მიღება და ვარჯიში. მას უფლება აქვს, საკანში ჰქონდეს ბიბლია, მაგრამ მეტი არაფერი.

ამდენი თავისუფალი დროის გამო, უოტსი დიდ დროს ატარებდა თავის წარსულზე ფიქრში, ამბობს უოტსის მეგობარი, PEOPLE-ს.

„ის წუხს და სტკივა“, – უთხრა კიმმა ჟურნალ PEOPLE-ს. „მას სურს დროის უკან დაბრუნება. მას სურს სხვაგვარად მოიქცეს“.
2019 წლის ივლისში, კრის უოტსმა დედამისისადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ იგი სხვა ადამიანი გახდა ღმერთთან ახალი ურთიერთობით.

„მე ისევ მამა ვარ! მე ისევ შვილი ვარ! არ აქვს მნიშვნელობა, როგორი“, – წერს უოტსი. „ახლა შემიძლია ამ ნარევს ღვთის მსახური დავამატო! მან დამანახვა სიმშვიდე, სიმშვიდე, სიყვარული და პატიება და ასე ვცხოვრობ ყოველდღე“.

წყარო:primetime.ge

Cesko