25 Views
ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა.
ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.
ცნობისთვის, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით გაასამართლეს.
კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა.
“იგი იყო უდიდესი უსამართლობის მსხვერპლი…” – წერენ სოცქსელებში.
გთავაზობთ: VIDEO: პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან