„დავინახე პუ­რის საჭ­რე­ლი დანა, ამ დროს შემაგინა…“ – 82 წლის მამაკაცმა პირველად მოჰყვა როგორ დაჩეხა შვილი დანით

0
720
69 Views

ცნობილი ხდება შვი­ლის მკვლე­ლო­ბაში ბრალ­დე­ბუ­ლი 82 წლის კარ­ლო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა. ირ­კვე­ვა, რომ მა­მა­კა­ცი შვი­ლის მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, სა­ბე­დის­წე­რო დღე­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს შვილ­მა გი­ნე­ბა და­უ­წყო, რის გა­მოც მას დანა 30-ჯერ ჩა­არ­ტყა. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი ხორ­ცის საჭ­რე­ლი და­ნით ჩა­ი­დი­ნა.

“კი­დევ ხმა რომ აი­მაღ­ლა, ვუ­თხა­რი ამას აღარ გა­პა­ტი­ებ-მეთ­ქი, ავი­ღე დანა და რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვარ­ტყი. არ ელო­და, რომ ამ­დენს გავ­ბე­დავ­დი. დიდი დანა მქონ­და, მზა­რე­უ­ლი კაცი ვარ, ეს დანა რომ და­ი­ნა­ხა შე­ე­შინ­და, შე­ვა­ტყვე რომ შე­შინ­და. მხარ­ში ჩა­ვარ­ტყი ერთხელ, ერთხელ ბეჭ­ში. ამ დროს შე­მა­გი­ნა, იქვე პუ­რის საჭ­რე­ლი დანა იყო, ის დანა ავი­ღე და 5-6-ჯერ ჩა­ვარ­ტყი ზურ­გში” – ჰყვე­ბა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში პენ­სი­ო­ნე­რი მა­მა­კა­ცი მკვლე­ლო­ბამ­დე 5 დღით ადრე, შვილ­თან მომ­ხდარ კონ­ფლიქტს იხ­სე­ნებს. მისი თქმით, იმ დროს შვილ­მა თავი გა­უ­ტე­ხა.

“რო­დე­საც ჩემი შვი­ლი მცემ­და, ის რა­ი­მე სა­განს არ იყე­ნებ­და. ძი­რი­თა­დად ხე­ლებს და წიხ­ლებს მირ­ტყამ­და. მე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­ში არა­სო­დეს გან­მი­ცხა­დე­ბია, ვი­ნა­ი­დან არ მინ­დო­და ჩემს შვილს რა­ი­მე პრობ­ლე­მა შექ­მნო­და. ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე, წლე­ბია ამ ტე­რორ­ში ვარ” – ჰყვე­ბა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა გორ­ში, 30 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. 47 წლის შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ 82 წლის მამა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა 19 -109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Cesko