პუტინი დამპირდა რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა – მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონს

0
950
18 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და მას საჯაროდ დაჰპირდა მოკვლას.

მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა.

“მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გასულ კვირას ფრანგმა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა დაწერა, რომ ევროპას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. რადგან საქართველოს მთავრობა დასავლეთის  ზეწოლას ვერ გაუძლებს. კერძოდ, ევროპარლამენტარის თქმით, “პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი”.

წყარო: mtavari.tv

Cesko